აგვისტო 16, 2021

ჭიათურაში 101 წლის ცოლ-ქმარი ხანძრს ემსხვერპლა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში ხანძრს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

101 წლის ცოლ-ქმარი, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.

ისინი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

ჭიათურის მერიაში აცხადებენ, რომ მოხუცებულები ორივე 1920 წლის პირველ იანვარს არიან დაბადებულები. მათ შარშან 100 წლის იუბილე მიულოცეს. ცოლ-ქმარი ერთად 76 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.