აგვისტო 20, 2021

47 წლის კოვიდინფიცირებულ ქალს 10 წლის ლოდინის შემდეგ ტყუპები შეეძინა

47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ის შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა.

ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, 19 აგვისტოს საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

კლინიკის ინფორმაციით, დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.