აგვისტო 21, 2021

გარდაცვალების 74 შემთხვევა – 21 აგვისტოს კორონასტატისტიკა საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი – 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 723 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა – 602, იმერეთი – 638 ქვემო ქართლი – 249, შიდა ქართლი – 272, გურია – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 298, კახეთი – 471, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236 საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 192, აჭარაში – 927, იმერეთში – 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 146, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 26, იმერეთში – 20. 3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 – თბილისში, 1 254 – აჭარაში. 50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.