აგვისტო 24, 2021

დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კიევში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მან რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით,“- წერს მიშელი.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის კიევში შეხვედრა გაიმართა.