აგვისტო 27, 2021

კორონავირუსით ინფიცირების 4031 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 031 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 101 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა, აჭარა – 449, იმერეთი – 493.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 573, საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 189, აჭარაში – 1 011, იმერეთში – 1 184.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 584 პირი, მათ შორის, თბილისში – 669, აჭარაში – 161, იმერეთში – 343.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში – 213, აჭარაში – 40, იმერეთში – 27.

3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 – თბილისში, 1 183 – აჭარაში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 565 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 451, პირი, აჭარაში – 7 541 იმერეთში – 4 183.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 585 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 473 502.