იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ზაზა ცხაკაია დაინიშნა.
ზაზა ცხაკაია 2018 წლის 29 ნოემბრიდან იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2016-2017 წლებში: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს უფროსი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს უფროსი გახლდათ.
2014-2015 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) უფროსი (სამმართველოს უფროსი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბაღდათის რაიონული სამმართველოს უფროსი.
2009-2010 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურა – დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი იყო.