სექტემბერი 3, 2021

3 034 ახალი და გარდაცვალების 86 ახალი შემთხვევა – 3 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა – 282, იმერეთი – 375, ქვემო ქართლი – 188, შიდა ქართლი – 213, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 237, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 72, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782 საიდანაც:

7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 120, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 099.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში – 679, აჭარაში – 185, იმერეთში – 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში – 230, აჭარაში – 43, იმერეთში – 35.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა.