ქუთაისში ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, იმედა კლდიაშვილი იქნება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“იმედი მაქვს, რომ არ მიწყენს პირველად ვამბობ, რადგან წარდგენაზე გვინდოდა, ეს იქნება იმედა კლდიაშვილი, რომელიც პრაიმერისში იბრძოდა თბილისში” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ “მთავარი არხის” ეთერში.