“კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ” – თეა წულუკიანი მიკროფონის წართმევით “მთავარი არხის” იმერეთის ბიუროს ჟურნალისტს ემუქრება.
კულტურის მინისტრი ემა გოგოხიასთვის წართმეული მიკროფონის დაბრუნების შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.
“მიკროფონს დავაბრუნებ 3 ოქტომბერს. თქვენ კარგად იცით, რას უკავშირდება ეს თარიღი, კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ” – უთხრა წულუკიანმა ირაკლი ვაჩიბერიძეს.