ერთიანი ოპოზიციის ლიდერებმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ, ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა ქუთაისის საკრებულოს ერთიანი შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
ქალაქ – მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატია – ნიკა ნარსია,
ავტოქარხნის დასახლება – ბესო ბრეგაძე,
ნიკეა – ანა კოხრეიძე,
საფიჩხია -კახიანოურის ოლქი – ნატო დანელია,
ჯუბა შაშიაშვილი – სულხან-საბა – ვაკისუბანი,
ამირან ძოწენიძე – უქიმერიონის ოლქი,
თემო პატარიძე – გამარჯვების ოლქი,
დღესვე ოპოზიციის ლიდერებმა ამომრჩეველს ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი წარუდგინეს, ის “გირჩი- მეტი თავისუფლების” წარმომადგენელი იმედა კლდიაშვილი იქნება.