სექტემბერი 6, 2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და „ქალთა ოთახის“ ჩართულობით ვაქცინაციის პროცესში ამჯერად, სოფელ ახალი სამგორის მოსახლეობა ჩაერთო.

„მე ავიცერი, აიცერი შენც“-კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილობრივების ვაქცინაციის პუნქტამდე ტრანსპორტირებას გარდაბნის მერია უზრუნვეყოფს.