სექტემბერი 7, 2021

ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან 288 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 288.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 36 310 საიდანაც: 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 930, აჭარაში – 784, იმერეთში – 1 084. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში – 684, აჭარაში – 178, იმერეთში – 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი, მათგან თბილისში – 242, აჭარაში – 41, იმერეთში – 35.

2 152 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 – თბილისში, 682 – აჭარაში.

27 392 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 97 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 5.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 917 პირი ემსხვერპლა.