სექტემბერი 9, 2021

ქუთაისში გზის რეაბილიტაციისას კანალიზაციის ჭები დააბეტონეს

ქუთაისში აღმაშენებლის ახალ დაგებულ ქუჩაზე კანალიზაციის მილები გაიჭედა და კორპუსის პირველ სართულზე პრობლემები შექმნა.

გზის რეაბილიტაცია 8 თვეა მიმდინარეობს და გზის ახალლადდაგებულ საფარის ქვეშ საკანალიზაციო ჭებს ვერ პოულობენ.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილზე “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის ” ქუთაისის მერობის კანდიდატი მივიდა.

ანდრო ლოსაბერიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საარჩევნოდ ქუჩების რეაბილიტაციას ჩქარობს და სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებს.