დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 257.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 048 საიდანაც: 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 719, იმერეთში – 1 073. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 565, აჭარაში – 172, იმერეთში – 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 25. 1 690 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 944 – თბილისში, 434 – აჭარაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 185 პირი ემსხვერპლა.