სექტემბერი 14, 2021

საბავშვო ბაღებზე დახარჯულია 48 მილიონზე მეტი, ინფრასტრუქტურა კი არ გაუმჯობესებულა – ფლანგვის დეტექტორი

საქართველოს 4 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში ახალი ბაღების მშენებლობისთვის დახარჯულია 43 მილიონზე მეტი, ხოლო რემონტზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მიუხედავად ხარჯებისა, არ უმჯობესდება შენობების ინფრასტრუქტურა და არ არის გამართული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი – იქაც კი, სადაც კაპიტალური რემონტი ჩატარდა ან ახალი შენობები აშენდა. ანა აბაშიძის “ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარის თქმით, “ოთხივე ქალაქში 1%-საც კი არ მიაღწია თანხამ, რომ წიგნები და სათამაშოები შეეძინათ ბავშვებისთვის.”