ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 621 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 492, ქვემო ქართლი – 181, შიდა ქართლი – 161, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 270, კახეთი – 319, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 976 საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 007, აჭარაში – 568, იმერეთში – 1 028.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 132, იმერეთში – 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 15, იმერეთში – 29.
996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 281 – აჭარაში.
17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.