დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 278, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 119, გურია – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 153, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 005 საიდანაც:
4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 711, აჭარაში – 494, იმერეთში – 948.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 408, აჭარაში – 125, იმერეთში – 298. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 34, იმერეთში – 32.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 787 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.17%.