სექტემბერი 27, 2021

ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან 123 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 663 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 245 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 123, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 19, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 101, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 404 საიდანაც 4 569 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 684, აჭარაში – 442, იმერეთში – 954.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში – 411, აჭარაში – 124, იმერეთში – 297. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 23, იმერეთში – 32.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 844 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.48% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.01%.