სექტემბერი 29, 2021

იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები 23 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება

იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების დამატებითი სამუშაოები 23 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაშია ნათქვამი.

განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით განხორციელდება ტყიბულის, ჭიათურის, ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.

დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება: ჭიათურა: მორძგვეთი, სკინდორი, ეწერი, სალიეთი, ქვაციხე, საკურწე, რცხილათი, ხალიფაური, თაბაგრები, ზოდი, სვერი, ცხრუკვეთი, თვალუეთი, ხრეითი. ხარაგაული: ღარიხევი, წიფი, ქროლი, კიცხის იგორეთი, ლაშის იგორეთი.