სექტემბერი 30, 2021

6 რჩევა ელენე ხოშტარიასაგან – როგორ დავიცვათ ხმები

არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამომრჩეველს ხმების დაცვის მექანიზმს აცნობს. მისი თქმით, ხმების დაცვის უპირველესი მექაანიზმია საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩეველი.

ხოშტატიამ საგანგებო ბრიფინგზე 6 რჩევა გააჟღერა თუ რა უნდა იცოდეს უბანზე მისულმა ამომრჩეველმა, რომ გამყალბებლებმა ვეღარ შეძლიონ ოპოზიციური ამომრჩევლის ბიულეტენის გაბათილება, ე.წ. კარუსელები და სხვა მანიპულაციები.

ხმების დაცვის 6 რჩევა ასეთია:

1. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ხელმოწერა იყოს თქვენივე გვარის გასწვრივ.

2. ბიულეტენი არ უნდა იყოს დაზიანებული – ცუდად მოხეული და დაზიანებული ბიულეტენი ბათილდება;

3. ბიულეტენს რეგისტრატორმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი და დაარტყას ბეჭდი

4. ე.წ. მეტკა – არსად არ უნდა იყოს მონიშნული ადგილი სამაგიდო სიაზე;

5. ბიულეტენზე მკაფიოდ უნდა იყოს შემოხაზული სასურველი კანდიდატი, იმისთვის რომ არ გახდეს სადაო (სხვა ნიშანი არ დაიტანოთ ბიულეტენზე);

6. კარგად დახურეთ კონვერტი, სადაც ბიულეტენბს ჩადებთ. (გადმოყრილი ბიულეტენები ბათილდება)