ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 124-ვე უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა.
59-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით, უბნებზე რამე შეფერხება არ ყოფილა. ქალაქში ორი სპეცუბანია. სპეცუბნებიდან ერთი №2 პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქის მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის.