ქუთაისის მერობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან” არჩევანი მე-40-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, დღეს მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა.
“გავაკეთე არჩევანი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე იქნება მშვიდობიანი და წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის,”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნებზე მერიბისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის.