ოქტომბერი 4, 2021

“აიცერი და მოიგეში’’ 25 წლის გოგომ 10 000 ლარი მოიგო

“აიცერი და მოიგეში’’ 10 000 ლარი აჭარაში გათამაშდა – მოგებული SINOVAC -ის ვაქცინით არის აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ლატარიის კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 10 ათასი ლარი 25 წლის ხათუნა მელიქიშვილმა მოიგო.

„ხათუნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს, ის პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი მქონდა, მაგრამ მოგება არასდროს გადამიმოწმებია, რადგან მეგონა, რომ მე არასდროს არაფერს მოვიგებდი, სიმართლე გითხრათ შოკში ვარ, მოგება და თან 10000 ლარის – ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი’’, – ამბობს ხათუნა მელიქიშვილი.