ოქტომბერი 10, 2021

ქუთაისელმა მსროლელმა საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

ქუთაისელი მსროლელი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სერბეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

იოანე ხვარეშიამ მიმდინარე “იშტვან პოლიანაკის VII მემორიალზე“ ახალგაზრდებს შორის გაიმარჯვა.

ხვარეშიამ 10-მეტრ დისტანციაზე სროლაში 557 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.

მან თითო ქულით გაუსწრო მეორე-მესამეზე გასულ ბოსნიელ ივან სლილიპჩევიჩს და ბულგარელ ვალენტინ მალაკჩეივს.
წინა დღით ხვარეშიამ თელაველ მარიამ ფროდიაშვილთან ერთად შერეულ წყვილებშიც იასპარეზა და მესამე ადგილზე გავიდა.