დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა – 130, იმერეთი – 482, ქვემო ქართლი – 133, შიდა ქართლი – 81, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 284, კახეთი – 500, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 24 257 საიდანაც:
4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 442, აჭარაში – 404, იმერეთში – 1 026.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათშორის, თბილისში – 318, აჭარაში – 88, იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 26, იმერეთში – 28.
672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 – თბილისში, 185 – აჭარაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა.