ოქტომბერი 11, 2021

იმერეთში კორონავირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა – 98, იმერეთი – 334.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 916 საიდანაც: 4 514 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 467, აჭარაში – 423, იმერეთში – 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 006 პირი, მათ შორის, თბილისში – 323, აჭარაში – 85, იმერეთში – 342. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 25, იმერეთში – 28. 703 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 – თბილისში, 185 – აჭარაში. 18 699 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 269 პირი ემსხვერპლა.