ოქტომბერი 13, 2021

ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 1 028 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა – 171, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 257, შიდა ქართლი – 298, გურია – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 444, კახეთი – 889, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 256 საიდანაც: 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 605, აჭარაში – 435, იმერეთში – 1 161. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში – 333, აჭარაში – 78, იმერეთში – 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში – 137, აჭარაში – 18, იმერეთში – 27. 803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 424 – თბილისში, 241 – აჭარაში. 24 687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 332 პირი ემსხვერპლა.