რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარია, ადგილზე მობილიზებულია რუსთავის სახანძრო სამაშველო – სამსახურის ეკიპაჟები და ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი ციხის სასადილოში გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა პატიმრების ევაკუაცია.
ეს დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტანემტის #12 დაწესებულებას ემიჯნება, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.