ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 155 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 684 337-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 624 688.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა, აჭარა – 143, იმერეთი – 777, ქვემო ქართლი – 287, შიდა ქართლი – 306, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 299, კახეთი – 669, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 966 საიდანაც: 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 201, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 427 პირი, მათ შორის, თბილისში – 509, აჭარაში – 122, იმერეთში – 455. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 26, იმერეთში – 30. 1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 549 – თბილისში, 241 – აჭარაში. 43 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.