იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა მაიორმა რომან ანთიამ პროტესტის ნიშნად პოსტი დატოვა.
მისი თქმით, სოლიდარობას უცხადებს ლექსო რაფავას, რომელიც 21 ოქტომბერს დააკავეს.
“მე ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას”, – განაცხადა ანთიამ.
ხობში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანის ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ ძალოვნები პოსტებს ყოველდღიურად ტოვებენ.