დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 412 შემთხვევა, აჭარა – 115, იმერეთი – 873, ქვემო ქართლი – 356, შიდა ქართლი – 362, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279, კახეთი – 614, მცხეთა-მთიანეთი – 108, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 681 საიდანაც: 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 377, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 297. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 542 პირი, მათ შორის, თბილისში – 574, აჭარაში – 131, იმერეთში – 473. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 35, იმერეთში – 31.
996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 – თბილისში, 208 – აჭარაში. 43 457 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 873 პირი ემსხვერპლა.