ოქტომბერი 28, 2021

1-ლი ნოემბრიდან WhatsApp-ი სმარტფონების ბევრ მოდელზე აღარ იმუშავებს

1-ლი ნოემბრიდან WhatsApp-ი სმარტფონების ბევრ მოდელზე აღარ იმუშავებს, მიზეზი მესენჯერის ძველ საოპერაციო სისტემებთან შეუთავსებლობაა.

საუბარია სულ 43 მოდელზე, როგორიცაა Apple-ის, Samsung-ის, LG-ის, ZTE-ის, Huawei-ის, Sony-ის, Alcatel-ის, Lenovo-სა და სხვა მოდელებზე.

მესენჯერის მუშაობისთვის უნდა იქონიოთ ისეთი ტელეფონი, რომლის საოპერაციო სისტემაც არის: Android 4.1 ან iOS 10. ან უფრო ახალი.

შესაძლოა, სწორედ ამ მოდელებზე WhatsApp-მა ფუნქციონირება სრულად შეწყვიტოს. ასევე შესაძლებელია მომხმარებელს მესენჯერის მხოლოდ რამდენიმე ფუნქციაზე შეეზღუდოს წვდომა და მონაცემთა უსაფრთხოებაც არ იყოს სათანადოდ დაცული.