ოქტომბერი 31, 2021

ხატია დეკანოიძე – 48, 35% , იოსებ ხახალეიშვილი 51, 64% – საოლქო კომისიამ არჩევნების შედეგი შეაჯამა

ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განცხადებით, ქუთაისში ამომრჩევლის აქტივობამ თვთთმმართველობის მეორე ტურში წინა ტურთან შედარებით 2 პროცენტით მაღალი იყო და 45,45 % შეადგინა.

“”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძეს მიღებული ხმების 48, 35% მიიღო, ხოლო “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა ხმათა 51, 64% მიიღო.

რაც შეეხება საჩივრებს, გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა 16 საჩივარი, აქედან დიდი ნაწილი უკავშირდება პროცესუალურ დარღვევებს”, – განაცხადა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, საჩივრები არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.