ქუთაისის ვიცე-მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი იმედა კლდიაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
იმედა კლდიაშვილი გუშინ ქუთაისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა.
ვიცე-მერობის კანდიდატის პროტესტი სუს-ის მხრიდან ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ზეწოლას უკავშირდება.
იმედა კლდიაშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში ჩამოვიდა პარტიის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მადლობაც დაიმსახურა.