ნოემბერი 15, 2021

კორონავირუსით კიდევ 82 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 82 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 057 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 375, ქვემო ქართლი – 128, შიდა ქართლი – 87, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123, კახეთი – 86, მცხეთა-მთიანეთი – 27, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 429 საიდანაც: 6 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 694, აჭარაში – 592, იმერეთში – 1 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში – 648, აჭარაში – 131, იმერეთში – 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 217, აჭარაში – 39, იმერეთში – 31. 1 191 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 788 – თბილისში, 235 – აჭარაში. 44 391 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.