გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად დასკვნით ეტაპზეა გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ სართიჭალაში 800-მდე სანათი და ბოძი დამონტაჟდა.
შესრულებული სამუშაოების ხარისხს ადგილზე გაეცნო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი.
მიმდინარე წელს, გარე განათების ქსელის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 000 000 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, შედეგად მუნიციპალიტეტის 44-ივე სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოები 95%-ით შესრულდა.