ნოემბერი 17, 2021

ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარიდან ასაკოვანი მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა მამაკაცი მდინარეში. ერთ-ერთი ვერსიით, ის გადავარდა. მამაკაცმა თავისი ძალებით შეძლო მდინარის ნაპირზე გასვლა. ამ დროისთვის თეთრ ხიდთან მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველებო არიან მობილიზებილი.