ნოემბერი 18, 2021

ინფიცირების 4 446 და გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა – 18 ნოემბრის სტატისტიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა – 190, იმერეთი – 819, ქვემო ქართლი – 258, შიდა ქართლი – 422, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 387, კახეთი – 315, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 58.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 662 საიდანაც: 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 541, აჭარაში – 567, იმერეთში – 1 358.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში – 630, აჭარაში – 128, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 38, იმერეთში – 34.

1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 – თბილისში, 227 – აჭარაში. 43 987 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 289 პირი ემსხვერპლა.