ნოემბერი 20, 2021

მესხიშვილის თეატრში სპექტაკლები დროებით აღარ გაიმართება

მესხიშვილის თეატრში ნოემბერში დაგეგმილი სპექტაკლები აღარ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს. მიზეზი კოვიდინფიცირების შემთხვევების დაფიქსირებაა. “ძვირფასო მაყურებელო! ეპიდსიტუაციის გაუარესებისა და თეატში თანამშრომელთა დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევის გამო, ნოემბერში დაგეგმილი ყველა სპექტაკლი მოხსნილია. შეგახსენებთ – დეკემბრიდან ძალაში შედის,, მწვანე პასპორტების” მოქმედება. დაწვრილებით ინსტრუქციას უახლოეს დღეებში გაგაცნობთ”- წერია ადმინისტრაციის “ფეისბუქ” გვერდზე. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით მესხიშვილის თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა დაინფიცირდა.