ხელისუფლება უნდა გადავეჩვიოთ მავნებლობას, რომელიც სიღარიბეს ქმნის, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ნონიაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურად დაუცველების დასაქმებასთან დაკავშირებულ ინიტიატივასთან დაკავშირებით აცხადებს. მისი განმარტებით, სიღარიბის შესამცირებლად უპირველესია კორუფციის შემცირება და ბიუჯეტის ფული მიზნობრივად გამოყენება. “არასწორია: “შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები”. სწორია: “ხელისუფლება უნდა გადავეჩვიოთ მავნებლობას, რომელიც სიღარიბეს ქმნის.” ხელისუფლებამ, სოციალურ ფონი გასაუმჯობესებელიაო. ოღონდ 9 წელი ჰქონდათ ამისთვის და ახლაც ცარიელი პოპულიზმია, რაზეც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს. ამ ქვეყანაში 600000-მდე სოციალურად დაუცველია. წლიდან წლამდე იზრდება. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გვყავს მუნიციპალიტეტები, სადაც ყოველი მე-2, მე-3 სოციალურად დაცველი ადამიანია. (ონი, ლენტეხი, ამბროლაური, ცაგერი, მესტია, ხარაგაული, ჭიათურა, ქედა, ხულო…) სიღარიბის შესამცირებლად: -კორუფცია უნდა დამარცხდეს; – ბიუჯეტის ფული ათას სისულელეში არ უნდა იხარჯებოდეს, მნიშვნელოვანის მაგივრად; – ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული ხარჯები მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, რითაც ხეირობენ. – გადასახადები შემცირდეს, რომელიც მძიმე ტვირთად აწვება მოქალაქეს; – სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოს ქმნიდეს ხელისუფლება, სადაც ბიზნესს ფულის ჩადება უღირს და სამუშაო ადგილები იქმნება; – ეკონომიკა იზრდებოდეს და არა მცირდებოდეს; კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება. თუნდაც, საწვავის აქციზის გაუქმება მნიშვნელოვნად გააიაფებდა ადამიანების ცხოვრებას. ხელისუფლება კი, ყველაფერს პირიქით აკეთებს და ახლა უკვე ნიშნის მოგებით, იქეთ ხალხს ადანაშაულებს მათივე სიღარიბეში.შრომა არ უყვართო”, – წერს ნონიაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
ნოემბერი 22, 2021
ხელისუფლება უნდა გადავეჩვიოთ მავნებლობას, რომელიც სიღარიბეს ქმნის – გიორგი ნონიაშვილი