ნოემბერი 22, 2021

ტყიბულში მამაკაცი მდინარეში ჩავარდა და დაიღუპა

ტყიბულში მდინარე ტყიბულაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მაშველებმა 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი მდინარიდან ცოტა ხნის წინ ამასვენეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში რამდენიმე საათის წინ გადავარდა.

ის ბორდიურზე იჯდა, მოულოდნელად მდინარეში გადავარდა და წყალმა წაიღო.