დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა, აჭარა – 172, იმერეთი – 646, ქვემო ქართლი – 196, შიდა ქართლი – 327, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328, კახეთი – 199, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 163 საიდანაც:
6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 596, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 389.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 633, აჭარაში – 124, იმერეთში – 514. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 43, იმერეთში – 32.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 191 პირი ემსხვერპლა.