დეკემბერი 3, 2021

ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მერიაში შესვლას ცდილობდა, დააკავეს. ზაალ კუხიანიძე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ის მერიასთან საკრებულოს სხდომის პარალელურად აქციას მართავდა და საკრებულოს არალეგიტიმურობაზე საუბრობდა.

აქტივისტმა საკუთარი პოზოციის გამოსახატავად სხდომაზე შესვლა ბანერით სცადა, რისი შესაძლებლობაც არ მისცეს.

ამის შემდეგ მან შენობაში რამდენჯერმე სცადა, რასაც მისი ტერიტორიიდან გაყვანა მოყვა.