დეკემბერი 11, 2021

ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან 558 იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა – 187, იმერეთი – 558, ქვემო ქართლი – 182, შიდა ქართლი – 251, გურია – 85, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 276, კახეთი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 117, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 967 საიდანაც:

6 164 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 422, აჭარაში – 516, იმერეთში – 1 307.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში – 608, აჭარაში – 122, იმერეთში – 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში – 182, აჭარაში – 35, იმერეთში – 34.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 695 პირი ემსხვერპლა.