დეკემბერი 14, 2021

ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან 658 იმერეთშია

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა, აჭარა – 239, იმერეთი – 658.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964 საიდანაც: 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 360, აჭარაში – 511, იმერეთში – 1 273.

მძიმე პაციენტია 1 479 პირი, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში – 124, იმერეთში – 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 38, იმერეთში – 31.

1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 – თბილისში, 265 – აჭარაში. 33 814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 826 პირი ემსხვერპლა.