December 20, 2021

ინფიცირების 1 296 და გარგაცვალების 45 შემთხვევა – 20 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 116 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა – 122, იმერეთი – 197, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 56, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 238 საიდანაც:

5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 328, აჭარაში – 539, იმერეთში – 1 218.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 430 პირი, მათ შორის, თბილისში – 576, აჭარაში – 125, იმერეთში – 432. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 314 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 34.