December 22, 2021

1-დან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვწტილებით, 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება.

„სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ელი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი.

ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.