December 23, 2021

ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევა და 68 გარდაცვლილი – 23 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 291.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 221, აჭარაში – 521, იმერეთში – 1 064. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 130, იმერეთში – 390. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 34, იმერეთში – 35.

1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 – თბილისში, 243- აჭარაში. 25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პირი ემსხვერპლა.