ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მშობლები აცხადებენ, რომ ამ წუთებში ქუთაისის ციხეში პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფება, რის გამოც, შვილების სანახავად ციხეში შესვლას ამ დრომდე გარეთ ელოდებიან. “ჩემი შვილი კარცერში იმყოფებოდა 5 დღე. დღეს უმთავრდება იქ ყოფნის ვადა და დაგვპირდნენ რომ შეგვახვედრებენ. ახლა ჩემი ოჯახის წევრები ციხესთან არიან და ელოდებიან შიგნით შესვლას. მაგრამ, ამბობენ, რომ ციხეში ახლა ვანო მერაბიშვილია შესული,” – ამბობს ერთ–ერთი პატიმრის მშობელი, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.
September 20, 2012
ქუთაისის #2 ციხეში ამ წუთებში სავარაუდოდ მერაბიშვილი იმყოფება