December 25, 2021

ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან 309 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა – 155, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 93, შიდა ქართლი – 115, გურია – 74, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი – 66, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც:

5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 138, აჭარაში – 528, იმერეთში – 995.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 პირი, მათ შორის, თბილისში – 560, აჭარაში – 127, იმერეთში – 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 36, იმერეთში – 37.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 პირი ემსხვერპლა.